შემუშავების პროცესშია

შესაძლებლობები არქივებისთვის და უფლებამფლობელებისთვის

თქვენი კატალოგი

თქვენი არქივები online საიტის სპეციალური ინსტრუმენტები კინო, ვიდეო და ფოტომასალების აღწერის მომზადებისა და პუბლიკაციისთვის, თქვენი კატალოგების სისტემატიზაციის საშუალებას მოგცემთ და თქვენი არქივი ფართო მსოფლიო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

გაყიდვები

ანარიცხები გაყიდვებიდან კონტენტის მფლობელები იღებენ სალიცენზიო ანარიცხებს მთელ მსოფლიოში საკუთარი მასალების გაყიდვებიდან. ყოველკვარტალური ან ყოველთვიური ანგარიშები მოიცავს ვრცელ ინფორმაციას გაყიდვების შესახებ.

გაციფვრა

დახმარება გაციფვრაში ჩვენს განკარგულებაშია საკუთარი აღჭურვილობა კინო და ვიდეო არქივების გაციფვრისთვის, სერვერული სიმძლავრეები და პროგრამული ტექნოლოგიები გაციფრული მასალის დაცულობის უზრუნველსაყოფად.

მასალების სახეობები, რომელთა მონეტიზაციაც შეგიძლიათ მოახდინოთ

გადაღების მასალები

კინოქრონიკა

ფოტოსურათები

სატელევიზიო პროდუქცია

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მუშაობს სერვისი?

უფლებამფლობელები და კინოარქივები საიტის ინსტრუმენტების მეშვეობით აქვეყნებენ საკუთარ მასალებს net-film-ზე. გამოქვეყნებული ვიდეო და ფოტო net-film-ის კატალოგში ჩნდება და ძებნისთვის ხელმისაწვდომი ხდება. კონტენტის მწარმოებლები პოულობენ მათთვის საინტერესო მასალას და ყიდულობენ მას, იხდიან ლიცენზიისა და მომსახურების საფასურს საკუთარი პროდუქციის შექმნისას გამოყენებისთვის.

ვის შეუძლია ფოტოებისა და ვიდეოების გაყიდვა?

საიტზე მასალების გამოქვეყნება მხოლოდ მასალის კანონიერ მფლობელს (მასალის მწარმოებელს ან/და უფლებამფლობელს) შეუძლია. მასალის გამოქვეყნებისას, მზად უნდა იყოთ დაამტკიცოთ მასალის ფლობის კანონიერება და მის კომერციულ გამოყენებაზე უფლებების არსებობა.

რომელი ფოტოებისა და ვიდეოების გაყიდვა შესაძლებელია პლატფორმის მეშვეობით?

თქვენ შეგიძლიათ გაყიდოთ საარქივო კინოქრონიკა და ფოტოსურათები, ხედური გეგმები, დადგმული ვიდეოები (მაგალითად, ისტორიული თემატიკის).

ვიდეოს რომელ გარჩევადობას და ფორმატებს ენიჭება უპირატესობა?

სტოკის ვიდეოების მყიდველები უპირატესობას ანიჭებენ 4K, UHD, 2K გარჩევადობას, მაგრამ ჩვენ ვიდეოებს Full HD-შიც ვიღებთ. ფორმატებს რაც შეეხება, ეს არის PRORES HQ .mov ან ფაილები .mp4 მაღალი ბიტრეიტით.

როგორ დავიწყოთ საკუთარი მასალების გაყიდვა?

ყველაფერი მარტივია. იმისთვის, რომ საკუთარი ვიდეომასალების გაყიდვა დაიწყოთ, უნდა დარეგისტრირდეთ სერვისზე და ხელი მოაწეროთ სალიცენზიო ხელშეკრულებას. საიტის გახსნამდე შეგიძლიათ გააგზავნოთ განაცხადი, ქვემით მოცემული ფორმის შევსებით.

რა ფასად გაიყიდება ჩემი ვიდეოები?

თქვენ შეგიძლიათ დამოუკიდებლად დააყენოთ და დაარეგულიროთ ვიდეოს ღირებულება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ ყველაზე შესაფერისი ფასების კატეგორიის არჩევაში.

რა ტიპის ლიცენზიები არსებობს?

net-film-ში არსებობს ლიცენზიების რამდენიმე კატეგორია, მათ შორის ლიცენზია გადაღების გეგმების გამოყენებისთვის დოკუმენტური ფილმების, სატელევიზიო პროდუქციის, ინტერნეტ-კონტენტის, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების და რეკლამის შექმნისას. ლიცენზიის ღირებულება იცვლება ვიდეომასალების გამოყენების ტიპის მიხედვით, რომელსაც ირჩევს კონტენტის მყიდველი.

ვინ არიან მასალების მყიდველები?

net-film-ის კატალოგი და მომსახურება ფართოდ მოთხოვნადია მთელ მსოფლიოში. აშშ-ს, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის და მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყნის წამყვანი მწარმოებლები უკვე არიან ჩვენი არქივის მომხმარებლები.

ხელშეკრულების დადების მოთხოვნა

ფილმების და კონტენტის მწარმოებელთათვის

ქრონიკის გაცემა

კინოქრონიკის უნიკალური კოლექცია დოკუმენტური ფილმების წამყვანი სტუდიების მიერ გადაღებული კინოქრონიკის უზარმაზარი გაციფრული კოლექცია მოიცავს XX საუკუნის რუსეთის და მსოფლიო ისტორიის ყველა საკვანძო მოვლენას.

პროფესიული ხარისხი თქვენს განკარგულებაშია პროფესიული ხარისხის (HD, 2K, 4К) ვიდეომასალები. ამჟამად უკვე ხელმისაწვდომია ონლაინ დასახელება (~ შენახვის ერთეული).

ლიცენზიების გაცემა

უფლებების მინიჭება ყველა მასალა გაიცემა მათ გამოყენებაზე შესაბამისი ლიცენზიების გაფორმებით.

ლიცენზიის სხვადასხვა სახეობები ფილმების მთლიანად გამოყენება:
  • სატელევიზიო ჩვენების უფლება
  • საჯარო ჩვენების უფლება
  • ინტერნეტში დემონსტრაციის უფლება
  • ლიცენზიების სხვა ვარიანტები
კინოქრონიკის ძებნა და შერჩევა

სარედაქტორო მომსახურება ჩვენი რედაქტორები, რომლებმაც კარგად იციან net-film-ის კოლექცია და არქივები, დაგეხმრებიან საჭირო მასალების შერჩევაში შემოქმედებითი ჩანაფიქრების განსახორციელებლად.

პროექტის თანხლება ჩვენი სპეციალისტების მონაწილეობით წარმოებულია უამრავი რაოდენობის ფილმი როგორც რუსეთში, ისე საზღვარგარეთ. ჩვენ შეგვიძლია შევიმუშავოთ თქვენი პროექტის თანხლების ინდივიდუალური პირობები.

1

საავტორო უფლებების დაცვა

ყველა მასალა გაიცემა მათ გამოყენებაზე შესაბამისი ლიცენზიების გაფორმებით

2

ლიცენზიის სხვადასხვა სახეობები

ფილმებისა და კინოქრონიკის ფრაგმენტების გამოყენება ახალი ნაწარმოებების (ფილმების, ტელეგადაცემების, რეკლამის) შემადგენლობაში, საჯარო ჩვენება, ეთერში, კაბელით, ინტერნეტში ჩვენება, ტირაჟირება.

1

პროექტის თანხლება წარმოების ყველა ეტაპზე

ჩვენი სპეციალისტების მონაწილეობით წარმოებულია უამრავი რაოდენობის ფილმი როგორც რუსეთში, ისე საზღვარგარეთ. დაგეხმარებით თქვენი სცენარის სარედაქტორო თანხლების განხორციელებაში*

2

კინოქრონიკის შერჩევა

დაგეხმარებით დეტალური მოთხოვნების (ეპოქა, თემატიკა, ისტორიული პიროვნებები, ქრონომეტრაჟი, ლიცენზიის სახეობა და ა.შ.) შესაბამისი ფრაგმენტების შერჩევაში.

3

დახმარება ძებნაში

დაგვისვით კითხვები თქვენთვის საინტერესო კინო- და ვიდეომასალების შესახებ, და ჩვენ დაგეხმარებით გაერკვიოთ ძებნაში და საიტთან მუშაობაში.