სანიშნი ანდრეი ზვიაგინცევი ლენინგრადის ბლოკადაზე ფილმს გადაიღებს

სახელი:
ანდრეი ზვიაგინცევი ლენინგრადის ბლოკადაზე ფილმს გადაიღებს
რეიტინგი:
ოქროს ლომის, კანის პალმის რტოსა და ოქროს გლობუსის მფლობელი, ელენასა და ლევიათანის შემქმნელი, რუსი რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი ლენინგრადის ბლოკადაზე ფილმს გადაიღებს.


ლენინგრადის ბლოკადა მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ეპიზოდია. ალყაში მოქცეული ქალაქი 872 დღის განმავლობაში არ იღებდა სურსათსა და სანოვაგეს. ბლოკადას 800 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.


მომავალი ფილმი სამი სხვადასხვა ისტორიისგან იქნება შემდგარი. ზვიაგინცევმა პროექტზე ფიქრი 10 წლის წინ დაიწყო, თუმცა ისტორიული ფილმის გადაღება ხარჯებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად რეჟისორმა პირდაპირი მნიშვნელობით სურათის ბიუჯეტი მოაგროვა.


იმავე ინტერვიუში რუსმა რეჟისორმა კიდევ ერთ ფილმზე ისაუბრა, რომლის გადაღება ასევე წლების წინ ჰქონდა ჩაფიქრებული. სურათის სიუჟეტი ძველ რუსეთში, 1000-1100 წლებში ვითარდება.
რეკლამის გასანთავსებელი ადგილი.